საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჟინვალი ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალიjinvali

სახეობის სახელწოდება: Triticum durumDesf.

სახესხვაობის სახელწოდება: Triticum durum var. coerulescens  Bayle

ჯიშის სახელწოდება: ჟინვალი : Triticum durum ‘Zhinvali’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში, რომელიც  მიღებულია ჰიბრიდული კომბინაციიდან – „ოვიახიკ 65“ (მექსიკა) Х „ცერულესცენს 19/26 “. გასავრცელებლად დაშვებულია 1994 წლიდან საქართველოს ხორბლის მწარმოებელი რეგიონებისათვის.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით  ჯიში ფაკულტატურია. პროდუქტიული ბარტყობა 2,2. მცენარის სიმაღლე 92–97 სმ, ღერო მტკიცე, ჩაწოლისადმი მდგრადი. თავთავი მკვრივი, სიგრძით 8-9 სმ, ფხები შავი, უხეში, 1,5–ჯერ გრძელი თავთავზე. მარცვალი ოვალური, რქისებრი კონსისტენციის, 1000 მარცვლის მასა 43-47 გრამი. მარცვალში ცილის შემცველობა 14,7-15,7 %, წებოგვარის 29,0-30,3 %. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 4,7 ტონას.

დღევანდელი მდგომარეობა : ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო : საქართველოს სასოფლო–სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის. თბილისი 1996 წ. გვ. 19;

დამატებითი ინფორმაცია : ჯიში ვარგისია სამაკარონე და საბურღულე წარმოებისათვის.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი