საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართლი 2 ტრიტიკალე


საზოგადო სახელი: ტრიტიკალეqaertli2

სახეობის სახელწოდება: ×Triticosecale spp.

ჯიშის სახელწოდება: ქართლი 2: × Triticosecale ‘Kartli 2’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკისა დასელექცია-მეთესლეობის კათედრაზე. მიღებულია ტრიტიკალეს საკვები მიმართულების ჯიშ ამფიდიპლოიდ 1-დან მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის გზით. საქართველოში გასავრცელებლად დაშვებულია 2000 წლიდან.

მოკლე აღწერა: საკვები მიმართულების ჯიშია. მცენარის სიმაღლე 170–200 სმ–ია, უხვად შეფოთლილი. თავთავი წითელია, ფხიანი, სიგრძით 13–14 სმ. ივითარებს 30 თავთუნს. თავთავში მარცვლების რაოდენობაა 50–56. ერთი თავთავის მარცვლების მასაა 3,1 გ, ხოლო 1000 მარცვლის - 61 გ. მარცვლის მოსავალიანობის პოტენციური დონეა 6,0–7,0 ტ/ჰა, ხოლო მწვანე მასისა - 60,0–65,0 ტ/ჰა. მწვანე მასის მისაღებად ქართლის პირობებში ჯიში ითესება სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის პირველ დეკადაში. სათესი ნორმაა 5–5,5 მლ/ჰა - აღმოცენების უნარის თესლი. მწვანე მასის აღება ხდება თავთავობის ფაზაში (ივნისის პირველ დეკადაში).

დღევანდელი მდგომარეობა: თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.

დამატებითი ინფორმაცია: ტრიტიკალე საუკეთესო შუალედური კულტურაა ერთსა და იმავე ნაკვეთიდან ორი მოსავლის მისაღებად. მისი მწვანე მასის მოსავლის აღების შემდეგ ნაწვერალზე შეიძლება სიმინდის მეორე მოსავლის მიღება. სამარცვლედ მიღების შემთხვევაში ითესება საადრეო ჯიშის სიმინდი, სასილოსე მასისათვის კი საგვიანო ჯიშები და ჰიბრიდები.

წყაროები: ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2008 წ.;
გ. ბადრიშვილი, ვ, ზედგინიძე, რ. ძიძიშვილი, მემცენარეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით, თბილისი, 2009 წ, გვ. 69.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი