საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახური დოლის პური ხორბალი


საზოგადო სახელი : ხორბალი

სახესხვაობის სახელწოდება : Triticum aestivum L. var. aestivum

ჯიშის სახელწოდება: კახური დოლის პური : Triticum aestivum ‘Kakhuri Dolis Puri’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი - კახეთის ადგილობრივი  აბორიგენული ჯიშ–პოპულაციაა. გავრცელებული იყო მთელ კახეთში ზღვის დონიდან 800-900 მატრამდე.

მოკლე აღწერა : განვითარების ტიპის მიხედვით  ნახევრად საშემოდგომო ფორმაა, სწრაფად ვითარდება და საადრეოა, ნაკლებად ზამთარგამძლე და გვალვაგამძლეა, განსაკუთრებით ცუდად იტანს ჰაერის გვალვას. მცენარე მაღალმოზარდია, მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემით. ფოთოლი გრძელი, განიერი. ღერო მსხვილი, მაგრამ ნაკლებად მტკიცე. თავთავი მსხვილი, ფაშარი,  17-21 თავთუნით, თავთუნის ღერაკი ფართო. ფხები გრძელი და უხეში. მარცვალი მსხვილი. გამოირჩევა მარცვალში ცილის გადიდებული შემცველობით, ფქვილის და გამომცხვარი პურის მაღალი გამოსავლიანობით. მოსავლიანობა მერყეობს 2,5-3,2 ტ/ჰა ფარგლებში. პოპულაცია მგრძნობიარეა მაღალი Sაგროტექნიკის მიმართ. მცენარე ადვილად ავადდება ყვითელი და მურა ჟანგათი.

დღევანდელი მდგომარეობა : ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო : ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში,  თბილისი 1983 წ. გვ. 60;  საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 307

დამატებითი ინფორმაცია : საუკეთესო ჯიშ-ტესტერია ნეკროზის გენების გამოსავლენად და მის გენოტიპშია მცენარის სწრაფი განვითარების გენები. ჯიში თავისი ბიოლოგიური და მორფოლოგიური ნიშნებით და თვისებებით დიდად განსხვავდება დოლის პურის თითქმის ყველა დანარჩენი ჯიშებისაგან.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი