სამსუნი 155 თამბაქო
საზოგადო სახელი: თამბაქო
სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.
ჯიშის სახელწოდება: სამსუნი 155 Nicotiana tabacum fruticosa ‘Samsuni 155’
წარმოშობა: სამსუნი 155 გამოყვანილია ფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურში და თამბაქოსა და წეკოს საკავშირო ინსტიტუტში, ადგილობრივი მასალიდან მასობრივი გამორჩევის გზით. დარაიონებულია აფხაზეთში.
ჯიშის დახასიათება: სამსუნი 155 სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით საპაპიროსე თამბაქოს ტიპია. საგვიანო ჯიშია. გადარგვიდან წვეროს ფოთლის მომწიფებამდე სჭირდება 130 დღე. მაღალარომატულ და გემოვან ნედლეულს იძლევა. მცენარის ფორმა ცილინდრულია ან თითქმის ცილინდრული. ფოთლების მდგომარეობა -ღეროზე გამოშვერილი. აქვს დიდი და ხშირი ფოთლები. ყვავილედი ფარისებრი ფორმისაა, მკვრივი, საშუალო სიდიდის, ყვავილი ვარდისფერია, საშუალო ზომის. მცენარის სიმაღლე ყვავილედით 125სმ-მდეა. ფოთოლი ყუნწიანია. მცენარის შუა იარუსზე ფოთლის ფირფიტა ფართო ოვალურ-გულისებრია, ბიბილო პატარაა, ერთ ძირზე 30 ფოთლამდე აქვს. ფოთლის ნერვაცია ნაზი აქვს, ფერი - ღია მწვანე. აღნიშნული ჯიში სამსუნებში მაღალმოსავლიანია - 1,1-1,5 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს აგრარულიუნივერსიტეტისმცენარეთაგენეტიკურირესურსებისბანკში, ასევე რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა ჭრაქისადმი (პერონოსპოროზი). ნედლეულის ხარისხით რამდენადმე ჩამოუვარდება სამსუნ 27-ს.
წყაროები: გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.