წვიტა ყვითელი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. vulgata Körn.
ჯიშის სახელწოდება: წვიტა ყვითელი - Zea mays vulgata ‘Tskvita’
წარმოშობა: ჯიშის სახელწოდება ტაროსა და მარცვლის სიწვრილესთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც ხალხური გადმოცემით ირკვევა, იგი მიჩნეული უნდა იყოს საქართველოში ყველაზე უძველეს ჯიშად -სიმინდის კაჟა ფორმებიდან. ეკუთვნის მთის სიმინდების ჯგუფს და გავრცელებულია აჭარის (ყოფილ ასსრ) მაღალმთიან ზონებში, ზღვის დონიდან 1200-1500მ-მდე.
ჯიშის დახასიათება: წვიტა ყვითელი ულტრა-საადრეო ფორმაა. მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა აღნიშნული ზონისათვის 65-70 დღეა. მცენარის სიმაღლე 120-180 სმ-ია. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 6-12. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 20-70 სმ. ბარტყობა-საშუალო. ტარო საშუალო ზომისაა, უმეტესად კონუსური ფორმის. სიგრძე 8-18სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ტაროზე- 8-12 მწკრივია. მწკრივების განლაგება სპირალური ან გაბნეულია. მარცვალი ყვითელია, მომრგვალო ზედაპირით. მარცვალი უმეტესად A ტიპისაა, უფრო ნაკლებად - B ტიპის. 1000 მარცვლის მასა 132 გრამია. მაქუჩი თეთრია. მშრალი მარცვლის საშუალო მოსავლიანობა 1-1,2 ტ/ჰა. ბოტანიკურ-სისტემატიკური დაჯგუფების მიხედვით მიეკუთვნება subsp.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება. ტომი XXIV. თბილისი, 1969 წელი.