საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თერუ ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: თერუ  Phaseolus vulgarisTeru’

წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გორის საცდელ სადგურში გამა-დასხივებით, ჯიშ „შავშეთის ადგილობრივიდან“ უკეთესი მუტანტის შერჩევის მიზნით.

ჯიშის დახასიათება:ჯიში საადრეოა, მისი სავეგეტაციო პერიოდი 85-90 დღეა. მცენარის ბუჩქი კუტია, მცენარის სიმაღლეა 35-40 სმ. შეფერილობა მწვანე, უძაფო და უპერგამენტო, ვარგისია საკონსერვო მრეწველობისთვის,  მარცვალი ელიფსურია, კაკაოსფერი, მუქი ყავისფერი ხაზებით. მარცვლის ზედაპირი მბზინავი. პარკი ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ მოხრილი, 1000 მარცვლის მასა 610 გრ. 100 ცალი პარკის წონა 640 გრამია.  ხასიათდება კარგი ღირსების პარკითა და თესლით. ჯიში მაღალმოსავლიანია, გორის საცდელი სადგურის მონაცემებით (1981-1983წწ)  მწვანე პარკის მოსავალია 14 ტ/ჰა, ხოლო თესლის მოსავალი - 1.44ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია: ბუჩქის კუტი ტიპი მექანიზაციის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, გამძლეა ბაქტერიული და სოკოვან დაავადებათა მიმართ. გამოირჩევა საუკეთესო გემოთი.

წყაროები: ნ. რუსიტაშვილი, ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო კომისიაზე გადაცემული ლობიოს პერსპექტული მუტანტური ჯიშები, ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლავითი ინსტიტუტი, შრომები XXXX, თბილისი, 1998. გვ.29.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი