საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოლხიდა 4 სოია


საზოგადო სახელი: სოიაkolxida4A

სახეობის სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr. 

ჯიშის სახელწოდება: კოლხიდა 4  Glycine max  'Kolkhida 4'

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ჯიშთაშორის ჰიბრიდიზაციით (დედა-გურული ადგილობრივი  შეჯვარებული  მამა - იმერული ადგილობრივთან). დარაიონებულია 1963 წლიდან დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან - შავი ზღვის სანაპირო ზონაში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში კოლხიდა 4 კორეული ქვესახეობის მსხვილფოთლოვანთა სახესხვაობის კოლხური ჯიშთტიპია, სააპრობაციო ჯგუფი - flavida Enk. საგვიანოა kolxida4მწიფდება 150-160 დღეში. ბუჩქი საშუალო სიმაღლისაა - 70-80 სმ, დატოტვა ძლიერია, ჩაწოლისადმი გამძლე. ფოთლები საშუალო სიდიდისაა, კვერცხისებრი, შებუსვა ქერა, ყვავილი თეთრია, მტევანი - მრავალყვავილიანი. პარკი საკმაოდ ფართოა, მსხვილი, სამთესლიანი. 1000 მარცვლის მასაა 210-280 გრ. თესლი მომრგვალო-ოვალურია, ღია ჩალისფერი მოყვითალო ჩალისფერი ჭიპით და პრიალა უპიგმენტო ზედაპირით. მარცვლის მოსავლიანობაა 2,5 ტ/ჰა, თესლში ცხიმის საშუალო შემცველობაა 20,49%, ცილა 40%.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სამარცვლე მიმართულებისაა, გამძლეა ჭარბი ტენისა და გვალვის მიმართ, ჩაწოლა არ ახასიათებს.

წყაროები: მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები ტ. XIII თბილისი 1966 წ.;

აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.;

გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი. 1981წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი