გეგუთის ყვითელი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. aurantika Dekapr.
ჯიშის სახელწოდება: გეგუთის ყვითელი Zea mays aurantika ‘ Gegutis Kviteli’
წარმოშობა: ადგილობრივი ჰიბრიდული ჯიშია. ჩამოყალიბებულია ე.წ.,,ქუთაისის ჰიბრიდიდან"წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში და გაუმჯობესებულია მასობრივი გამორჩევის გზით წყალტუბოს ჯიშთაგამოცდის ნაკვეთზე.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, საგვიანო ჯიშად ითვლება. მცენარე მაღალია - 215-200 სმ, ფოთლების რაოდენობა მცენარეზე -16-18. მიწისზედა მუხლები 12-14. მცენარე გამძლეა ჩაწოლისადმი.ტაროს მიმაგრების სიმაღლე 92-99 სმ. ტaro კონუსური ფორმისაა. სიგრძე - 18-20 სმ-ია,დიამეტრი 4-4,4 სმ.ტაროზე მწკრივების რაოდენობა 8-10.მარცვალი ყვითელი ფერისაა - მუქი ნარინჯოვანი წითელი ელფერით. 1000 მარცვლის მასაა 400-450 გ. მარცვლის გამოსავალი 79-81%. მოსავლიანობა - 3,5ტ/ჰა. ჯიში გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. 2-4% ავადდება ბუშტოვანა გუდაფშუტათი. ჯიში გამოიყენება სასურსათედ.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში დარაიონებულია 1949 წლიდან, ქვემო იმერეთის დაბლობისათვის.
წყაროები: ბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე, სიმინდისდარაიონებულიჯიშებიდაჰიბრიდებისაქართველოსრესპუბლიკისათვის. თბილისი, 1964წ.