საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წეროვანი ბარდა


საზოგადო სახელი: ბარდაwerovani

სახეობის სახელწოდება: Pisum sativum  L. 

ჯიშის  სახელწოდება: წეროვანი Pisum sativum 'Tserovani'

წარმოშობა: წეროვანი სელექციური ჯიშია, გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჰიბრიდიზაციისა და ინდივიდუალური გამორჩევის გზით.
დარაიონებულია საქართველოში 1985 წლიდან.

ჯიშის დახასიათება: საშუალოდ საგვიანო ჯიშია,  აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 112 დღე, მაღალმოზარდია, უხვად შეფოთლილი, ღეროს სიგრძეა 165 სმ, მwerovaniAუხლების რაოდენობა ღეროზე 24-ია. ქვედა (პირველი) პარკი მეთხუთმეტე მუხლზეა მიმაგრებული, რაც 112 სმ-ს შეესაბამება. ერთ მცენარეზე საშუალოდ 10 პარკია, პარკი ოდნავ მოხრილი,  სიგრძით 5-7 სმ, რომელშიც საშუალოდ 5 მარცვალია განვითარებული. ყვავილი მსხვილი თეთრი ფერის. თესლი მოვარდისფრო-ხორცისფერია, სადა, ჭიპი ღია ფერისაა, მარცვლის ფორმა ოდნავ დაკუთხულია, წვრილმარცვლიანი ჯიშია, 1000 მარცვლის მასა 160გრ-ია.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე  დაცულია რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR), შესაძლებელია, ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში(IPK).

დამატებითი ინფორმაცია:  მიდრეკილია ჩაწოლისადმი.

წყაროები: 1. აღწერილია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პარკოსანი კულტურების კურატორის მიერ.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი