საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

იმერული ადგილობრივი სოია


საზოგადო სახელი: სოიაimeruliadgilobrivi სახეობის  სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr. ჯიშის  სახელწოდება: იმერული ადგილობრივი  Glycine max 'Imeruli adgilobrivi' წარმოშობა: ხალხური სელექციის ნიმუშია, ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციაა, გაუმჯობესებულია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ მასობრივი შერჩევის მეთოდით. დარაიონებულია 1933 წლიდან დასავლეთ საქართველოში, ძირითადად ქვემო იმერეთში.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 140-170 დღეა. მიეკუთვნება ჩინური ქვესახეობის, ტენმოყვარულ სოიას ტიპს, სააპრობაციო ჯგუფს - serotina Enk. ბუჩქის მაღალია 90-100სმ, ზოგჯერ 2 მეტრამდეც აღწევს. ახასიათებს მძლავრი დატოტვა და ხშირი შეფოთვლა, მუხლთშორისები გრძელი აქვს. ინტენსიური ზრდის შემთხვევაში დახვევისადმი მიდრეკილებას იჩენს და ჭარბტენიან ადგილებში  წვება. ფოთოლი დიდია ან საშუალო, ოვალური ფორმის, წვერწაწვეტებული, შებუსულია თეთრი და ქერა ბუსუსებით. ახსიათებს მტევნად შეკრული თეთრი ფერის ყვავილედი. პარკი საკმაოდ მსხვილია, ოდნავ მოხრილი, მიმაგრების სიმაღლე ნიადაგიდან 15-16 სმ-ია. ცვენადობა არ ახასიათებს ან სუსტად. მარცვალი ოვალურია, ჩალისებრ-ყვითელი, ჭიპი მსხვილი შავი ფერის, ირგვლივ დაჰყვება მიხაკისფერი რგოლი. 1000 მარცვალი იწონის 190-220გ-ს. 1ჰა წმინდა ნათესიდან მიიღება 3-3,5 ტ მარცვალი, სიმინდთან შეთესილიდან კი - 1,1-1,3 ტ. თესლში ცხიმის საშუალო შემცველობა 22%, ცილისა - 47%-მდე.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR). ასევე სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV) დამატებითი ინფორმაცია: იმერული ადგილობრივი სხვა ჯიშ-პოპულაციებთან შედარებით უფრო ერთგვაროვანია. ჯიში პირველად აღმოაჩინა ა. ვუჩინომ ქვალობიოს სახელწოდებით,  იგი  ასევე მოიხსენიება: უხარშავა, რუსული ძაძა, ადგილობრივი სოია, ადგილობრივი, ადგილობრივ აკლიმატიზებული, სოია ყვითელი იმერული, იმერული ჰიბრიდი, ადგილობრივი ჰიბრიდი, ამიერკავკასიის, ადგილობრივი აფხაზური, #7 აჯამეთიდან. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სახელწოდება „იმერული ადგილობრივის“ სინონიმია. წყაროები: სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963 წ.; მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ. XIII, თბილისი, 1966 წ.; გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.; აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი