მარნეული ხორბალი
საზოგადო სახელი : ხორბალი
სახეობის სახელწოდება : Triticum durumDesf.
სახესხვაობის სახელწოდება : Triticum durum var. coerulescens Bayle
ჯიშის სახელწოდება: მარნეული - Triticum durum coerulescens ‘Marneuli’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი : გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტში, ჰიბრიდული მეთოდის გამოყენებით, მაგარი ხორბლის ჯიშ „შავფხა“–დან მიღებული მუტანტური ფორმისა და კენიის (K-28) ჯიშნიმუშის შეჯვარებით. გასავრცელებლად დაშვებულია 1993 წლიდან საქართველოს ხორბლის მწარმოებელი რეგიონებისათვის.
მოკლე აღწერა : განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში ფაკულტატურია. მისი საშემოდგომო ნათესის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 233 დღეს. ხასიათდება დამაკმაყოფილებელი გვალვაგამძლეობით, მცენარის სიმაღლეა 70-75 სმ, ღერო მტკიცე, ჩაწოლისადმი გამძლე. თავთავის ფორმა ცილინდრული, სრული სიმწიფის პერიოდში ჩალისფერი, 8–10 სმ სიგრძის. თავთვში მარცვლების რაოდენობაა 38–40. გამოირჩევა მარცვლის მაღალი ხარისხით, რომელშიც ცილა 17,5 %–ია, წებოგვარა 32%. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 38-44 გრამს, ხოლო საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 3,5-4,0 ტონას.
დღევანდელი მდგომარეობა : ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყარო : ვლ. ქევხიშვილი – ხორბალი, აგროტექნიკა. თბილისი 2001 წ. გვ. 97
დამატებითი ინფორმაცია : ჯიში ვარგისია სამაკარონე და საბურღულე წარმოებისათვის.