საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თბილისური 5 ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალიtbilisuri5

სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum L. var. aestivum

ჯიშის სახელწოდება: თბილისური 5 - Triticum aestivum ‘Tbilisuri5’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი:  გამოყვანილია საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სელექცია–გენეტიკის კათედრის მიერ. პოლიჰიბრიდული ჯიშია. მიღებულია ჯიშ კლეინ 33 და დოლურას შეჯვარებით.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით  ჯიში საშემოდგომოა,  ხასიათდება ადრეულობით და შემოდის საშემოდგომო ქერთან ერთდროულად. ღერო მტკიცე, არ წვება, კარგად შეფოთლილი.  მცენარის საშუალო სიმაღლეა  75-95 სმ. თავთავი ფხიანი, თეთრი, მკვრივი, ცილინდრული ფორმის,  8–10 სმ სიგრძის, გადაშლილი და მომწიფებისას მტვრევადი. თავთავზე 20–22 თავთუნია, მრავალყვავილოვანი და კარგად დამარცვლილი. მარცვალი მსხვილი, ოვალური ფორმის, ნახევრად რქისებრი კონსისტენციის.  მარცვალში ცილის შემცველობა 15,5%, ხოლო ცილაში ლიზინის 3,29%. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 40-42 გრამს. ინტენსიური ტიპის  ჯიშია და კარგად რეაგირებს მაღალ აგროფონზე. ჯიში ხასიათდება მურა და ყვითელი ჟანგას მიმართ იმნურობით. ავადდება მტრიანა გუდაფშუტით.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში,  თბილისი 1983 წ.გვ. 66

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ხასიათდება მაღალი ფქვილის გამოსავლიანობით და ცხობისუნარიანობით.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი