საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბოჯგა ღომი იგივე ბორჯღა თეთრი


საზოგადო სახელი: ღომი

სახეობის  სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. monstrosa Decapr. & Kasparian

ჯიშის  სახელწოდება: ბოჯგა ღომი იგივე ბორჯღა თეთრი Setaria italica  monstrosa ‘ Borjga Tetri’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო  ლეჩხუმში. 

ჯიშის დახასიათება: საშუალოდ საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 145 დღეა. მცენარის ღერო მაღალია, 180-182 სმ-მდე იზრდება. თაველი რთულია, ცილინდრული ფორმის, წვეროსთან ორად გაყოფილი, ხშირად კვლავ იყოფა და მაშინ თაველის წვერო წააგავს ირმის რქას. ნაკვთულები მოკლეა, მჭიდროდ სხედან მოკლე ყუნწებზე, რის გამოც თაველი იღებს საკმაოდ მკვრივ ხასიათს. ჯაგრულა მოკლეა, მაგრამ ხშირი, მწვანე ფერის, 5-6 მმ-ა. თაველი ყვითელია, წონით 25-26 გრ. მარცვალი ყვითელი ფერისაა. მარცვლის გამოსავლიანობა 82-84%-ია, ცვენადობა არ ახასიათებს, ძნელად ილეწება. ლეჩხუმში სექტემბრის ბოლოს მწიფდებოდა.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში და გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

დამატებითი ინფორმაცია: ბოჯგა ღომის პოპულაციაში, ჯაგრულას ზომისა და ფერის მიხედვით ვ. მენაბდე განასხვავებს კიდევ 4 სახესხვაობას: var. biceps, var. bifurcata, var. dichotoma და var. composita.

წყაროები: ნ.ი.ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულის სარკვევი, თბილისი, 1948 წ;

ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II,  თბილისი, 1950 წ;

მიხეილ ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, თბილისი, 1951წ;

Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი