მუტანტი 13 სოია
საზოგადო სახელი: სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: მუტანტი 13 Glycine max 'Mutanti 13'
წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში ჯიშ იმერული ადგილობრივიდან რადიაციული სელექციის გამოყენებით გამა-სხივებით დამუშავებული (7000 რენტგენი) 1977 წელს.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 158-167 დღეა. იგი მიეკუთვნება ჩინური ქვესახეობის, ტენმოყვარულთა სახესხვაობას, სააპრობაციო ჯგუფს serotina Enk. ქვემო იმერულ ჯიშთტიპს. მცენარე მაღალმოზარდია, საშუალოდ 145 სმ სიმაღლისაა. ღერო ნაზია, არ წვება. დატოტვა ძლიერი აქვს, ბუჩქი ნახევრად კომპაქტურია. ფოთლები საშუალო სიდიდისაა, ყვავილი თეთრია. პარკების რაოდენობა ერთ მცენარეზე 115-ია. ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლე ნიადაგიდან 14სმ-ია. თესლი ყვითელია, ოვალური, მარცვლის ჭიპი შავია. კოჟრების რაოდენობა ერთ მცენარეზე საშუალოდ 77ცალი. 1000 მარცვლის მასაა 213 გრ, მარცვლის საშუალო მოსავლიანობა - 1,9-2,2 ტ/ჰა, თესლი შეიცავს საშუალოდ 43-45% ცილასა და 17% ცხიმს.
დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR)
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სამარცვლე მიმართულებისაა, მოზაიკისა და სხვა დაავადებებისადმი მაღალი გამძლეობით გამოირჩევა.
წყაროები: აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.