საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კირჩხულა, იგივე კორჩხეულა


საზოგადო სახელი: ღომი

სახეობის  სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. clavata Decapr. & Kasparian

ჯიშის  სახელწოდება: კირჩხულა, იგივე კორჩხეულა Setaria italica  clavata  ‘ Kirtchkhula’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო   სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში.

ჯიშის დახასიათება: კირჩხულა  ძლიერ საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 145 დღეა. მცენარე საკმაოდ მაღალია, ღერო იზრდება 180-190სმ-მდე.  თაველი მარტივი ფორმისაა, დაუტოტავი, კონუსური, წვეროსკენ მკვეთრად წაწვეტებული, სიგრძით 35სმ-მდე. ნაკვთულები გრძელია, ალაგ-ალაგ კლაკნილი ფორმისაა, სხედან მოკლე ყუნწზე. შებუსილია მოკლე მწვანე ჯაგრულათი. თაველი მოწითალო-ღია ყავისფერია, წონით 30გრ-მდე. მარცვლის გამოსავლიანობა დაბალია - 82-83%, მაგრამ სიმწიფისას მარცვლის ცვენადობა არ ახასიათებს, ძნელად ილეწება.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში და გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროები: ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II,  თბილისი, 1950 წ;                

Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი