ქორებუდა თეთრი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. alba Alef.
ჯიშის სახელწოდება: ქორებუდა თეთრი - Zea mays alba ‘Khorebuda’
წარმოშობა: სიმინდის ეს ფორმა მთის სიმინდების ჯგუფს ეკუთვნის. იგი უმეტესად აჭარისა და გურიის მაღალმთიან ზონებშია გავრცელებული. სიმინდის ამ სახელწოდების წარმოშობა, როგორც გადმოცემითაც დასტურდება, დაკავშირებული უნდა იყოს ადგილის სახელთან. გურიაში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასეთი ადგილი (ქორიბუდა) დღესაც არსებობს.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, საადრეო ფორმაა. მისი ვეგეტაციის პერიოდი წლების განმავლობაში 75-85 დღეებს შორის მერყეობდა. მცენარის სიმაღლე 140-180 სმ-ია. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 7-10. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 20-40სმ. ერთ მცენარეზე განვითარებულ ტაროთა რაოდენობა - 1-2. ბარტყობა -საშუალო. ტარო პატარა ფორმისაა, კონუსური. მისი სიგრძე - 9-21 სმ. ტაროზე 10-14 მწკრივია, იშვიათად 16-20. მარცვლის ფერი თეთრია, მსხვილი, გლუვი ზედაპირით. მარცვალი A ტიპის, უფრო ნაკლებად -B ტიპის. 1000 მარცვლის მასა 340-400 გრამია. ნაქუჩი თეთრია. ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარებზე (აჯამეთი, დიღომი), მიღებული იყო 1,5-1,8ტ/ჰა მშრალი მარცვლის მოსავალი.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება, ტომი XXIV, თბილისი, 1969 წელი.