საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ძალისურა 35-3 ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალი

სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum L.

სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum var. ferrugineum (Alef.) Velican

ჯიშის სახელწოდება: ძალისურა 35-3 - Triticum aestivum ‘Dzalisura 35-3’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: სელექციური ჯიშია, რომელიცგამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურში, წიწამურის და ძალისის  ადგილობრივი დოლის პოპულაციიდან, მასობრივი გამორჩევის მეთოდის გამოყენებით. ითესებოდა მთიან ზონაში, ძირითადად  ახალქალაქის ზეგანზე.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა. საკმაოდ  ზამთარგამძლე, გამძლეა ჩაწოლისადმი და არ ახასიათებს მარცვლის ცვენადობა. სახესხვაობის ფარგლებში არჩევენ ორ ფრაქციას: 1) მცენარეები, რომელებსაც აქვთ გრძელი, ფხისმაგვარი კბილაკი და შედარებით ვიწრო თავთავის ღერაკი, 2) მცენარეები, უფრო მოკლე თავთუნის კილის კბილაკით და თავთავის ფართო ღერაკით. თავთავი თითისტარისებრი ფორმისაა, თავთუნის კილი კვერცხისებურ - ლანცეტური. თავთუნის კილის მხარი ვიწრო, აწეული, ფხები უხეში. მარცვალი წითელი ფერის, მოგრძო - ოვალური ფორმის და ნახევრად რქისებრი კონსისტენციის. 1000 მარცვლის მასაა 36-38, ნატურა 796 გრამი. ახასიათებს მარცვლისა და პურცხობის მაღალი ხარისხი. სტაბილურ მოსავლიანია და მერყეობს 2,8-3,6 ტ/ჰა ფარგლებში. მცენარე საშუალოდ სენიანდება ყვითელი და მურა ჟანგათი, შედარებით იმუნურია მაგარი და მტვრიანა გუდაფშუტას მიმართ.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო:  ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში,  თბილისი 1983 წ. გვ. 64;  საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 315

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ძვირფასი სასელექციო საწყისი მასალაა სინთეზური სელექციისათვის ადაპტაციის მაღალი უნარის, ზამთარგამძლე, მაღალხარისხიანი და მაღალმოსავლიანი ჯიშების მისაღებად.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი