საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ელექსირი მუხუდო


საზოგადო სახელი:მუხუდოeleqsiri

სახეობის სახელწოდება: Cicer arietinum L.

ჯიშის  სახელწოდება: ელექსირი  Cicer arietinum'Eleksiri'

წარმოშობა: ჯიში ელექსირი გამოყვანილია ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-დან 1997 წელს მიღებული სასელექციო მასალიდან (ნომრით 2919 )ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის გზით. დარაიონებულია 2001 წლიდან, მუხუდოს მთესველი რაიონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ელექსირი საადრეო ჯიშია, საშემოდგომო ფორმაა, სავეგეტაციო პერიოდი 250-270 დღეა. გაზაფხულზე თესვის დროს (მარტში) ვეგეტაცია 158 დღე გრძელდება. მცენარე ნახევრად სწორმდგომია, 60-65სმ სიმაღლისა, ღეროს ანტოციანური შეფერილობა არ გააჩნია. ფოთოლაკის ზომა განიერია. ყვავილი თეთრია, პარკი განიერია 1-2 მარცვლით, დაპარკება ღეროს შუა ნაწილზე აღინიშნება. თესლი მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობისაა, დიდი ზომისაა, მრგვალ-კუთხოვანი ფორმის, საშუალოდ გამოხატული წიბოთი. 1000 მარცვლის მასაა 420-450გრ. საშუალო მოსავლიანობა - 4,05ტ/ჰა. ცილის შემცველობა - 22,32%, ცხიმი - 8,54%.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

წყაროები:  მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი 1(9) თბილისი 2012წ.

დამატებითი ინფორმაცია: ელექსირი გვალვაამტანია. კარგად იტანს მცირედ წაყინვებს. გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ, გადამწიფებისას ახასიათებს მცირედ მარცვლის ცვენადობა. ვარგისია მექანიზებული აღებისათვის.  ხასიათდება კარგი გემური თვისებებით.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი