აბაშური ყვითელი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. aurantika Dekapr.
ჯიშის სახელწოდება: აბაშური ყვითელი Zea mays aurantika ‘Abashuri Kviteli’
წარმოშობა: დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონისადგილობრივი ჯიშია.იგი მიღებულიაძველი კაჟა ტიპის ჯიშების შემდგომში შემოტანილი კბილა ტიპის ჯიშებთან ბუნებრივი შეჯვარებით და ხალხური სელექციის გზით. გაუმჯობესებულია საქართველოს სელექციის სადგურშიოჯახობრივი და მასობრივი გამორჩევით.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მხრივ ძლიერ საგვიანო ჯიშად ითვლება. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 130-140 დღე სჭირდება. მცენარის სიმაღლე 220-300 სმ-ია, ღერო გამძლეა ჩაწოლისადმი, ღეროზე 18-22 ფოთოლი აქვს, ტაროს მიმაგრების სიმაღლე 100-130 სმ, ტაროს სიგრძეა 18-24სმ.დიამეტრი - 4-5sm-ია. taros ფორმა კონუსურია.მწკრივების რაოდენობა ტაროზე -10-12.მარცვალი ყვითელი ფერისაა (ღია ყვითელიდან მუქ ყვითელამდე).მარცვლის გამოსავალი 77-80%-ია. 1000 მარცვლის მასა -350-470g. მარცვლის ფორმისა და აგებულების მიხედვით მიეკუთვნება ნახევრადკბილა სიმინდის ჯგუფს. ერთ ჰექტარზე იძლევა 3,5-4 ტონა მარცვლის მოსავალს. ჯიში დაავადებებისა და მავნებლების მიმართ საკმაოდ გამძლეა. გამოიყენება სასურსათედ. ყვითელმარცვლიან ჯიშებს შორის კვებითი ღირსებით პირველ ადგილს იკავებს.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში დარაიონებულია 1938 წლიდან, ტენიან სუბტროპიკულ ზონებისათვის.
წყაროები: ბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე, სიმინდის დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები საქართველოს რესპუბლიკისათვის, თბილისი, 1964 წ.