საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

უსახელო თეთრი


საზოგადო სახელი: ღომი usaxelotetri (2)

სახეობის  სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv. 

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. guriika N.Tschchenkeli    

ჯიშის სახელწოდება: უსახელო  თეთრი Setaria italica  guriika ‘ Usakhelo Tetri’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო  ძირითადად გურიაში, ასევე იმერეთსა და სამეგრელოში.

ჯიშის დახასიათება: უსახელო თეთრისაგვიანო ჯიშია, usaxelotetriსავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 135-140 დღეა. მცენარის ღერო 125-165სმ-მდე იზრდება. თაველი წვრილია, კონუსური, წვერისკენ შევიწროებულია, 35 სმ სიგრძის, თაველზე თავთუნთა რაოდენობა დაახლოებით 172-175 ცალია. თავთუნები ძირში მეჩხრადაა, წვერისაკენ მჭიდროვდება. ჯაგრულა მწვანეა და გრძელი. თაველი მოყვითალოა, მარცვალი თეთრია, ზოგჯერ მოყვითელო ფერი გადაჰკრავს. მარცვლის გამოსავლიანობა 84-86%-ია, ცვენადობა  არ ახასიათებს, ძნელად ილეწება.

დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში უხვმოსავლიანია.

წყაროები:  ნ.ი.ჩხენკელი,  ფეტვნაირი პურეულის სარკვევი, თბილისი, 1948 წ;

ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II,  თბილისი, 1950 წ;

Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г.

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ;

მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი