საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წვრილმარცვალა (სვანური) ცერცვი


საზოგადო სახელი: ცერცვიwvrilmarcvala სახეობის  სახელწოდება: Vicia faba L. სახესხვაობის სახელწოდება: Vicia faba  var. minor  Beck. f. pseudo-svanethica  Murat. ჯიშის სახელწოდება:  წვრილმარცვალა (სვანური) Vicia faba  ‘Tsvrilmartsvala’  იგივე Vicia faba  ‘minor’ წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია მაღალმთიან რაიონებში, ძირითადად ზემო სვანეთში. გვხვდება ასევე მთიან გურიაში, ზემო იმერეთში და ჯავახეთში. ხშირად ბაღ-ბოსტნებში ვხვდებით კარტოფილის ნათესებში შეთესილი სახით.
ჯიშის დახასიათება: მთის ეკოლოგიურ პირობებს შეგუებული ფორმაა, საადრეოა, დათესვიდან სრულ სიმწიფემდე 75-90 დღე სჭირდება. მცენარე შედარებით მაღალმოზარდია, სიმაღლით 40-100სმ-მდე, ზოგჯერ მეტიც. ყვავილის აფრა თეთრი ფერის ფრთები ყავისფერი ლაქებით, ყვავილედში 25-75 ყვავილია. პარკი მცირე ზომისაა, ოდნავ მძივისებური, ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლეა ნიადაგიდან 22-26სმ. თესლი მომრგვალოა, ოდნავ დაგრძელებული, მომწვანო-მოყვითალო. ჭიპი უფერულია, ხშირად ამ ჯიშში შერეულია  შავი ფერის ჭიპის მქონე თესლებიც, რომლებიც  f. svanethica Murat. ფორმას ეკუთვნიან. 1000 მარცვლის მასა 720-800გრ-ია.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული wvrilmarcvalaAუნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე  შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK). დამატებითი ინფორმაცია:   ძლიერ გამძლეა წაყინვებისადმი. გადამწიფების დროს ახასიათებს პარკების სკდომა და მარცვლის ცვენა. იხმარება როგორც სასურსათედ, ასევე საკვებად. წყაროები: ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, თბილისი, 1986 წ. ტ. V; კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოემბრიოლოგია, სტადიური განვითარება, ბოტანიკის ინსტიტუტი, თბილისი, 1966 წ; დახასიათებულია ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მეცნიერისა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პარკოსანი კულტურების კურატორის მიერ.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი