წილკანი 1
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჰიბრიდის სახელწოდება: წილკანი 1 – Zea mays X flavorubra ‘Tsilkani 1’
წარმოშობა: გამოყვანილია სსიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში ჯიში აბაშური ყვითელიდან მიღებული ხაზის აბ.ყვ.30-ის შეჯვარებით ამერიკულ ხაზთან MO17-თან. რეკომენდებულია 2012 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და დასავლეთ საქართველოს დაბლობი და შემაღლებული ზონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: საშუალო საგვიანო ვეგეტაციისაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 125 დღე.
მცენარე საშუალო სიმაღლისაა - 230-240 სმ. ფოთლების რაოდენობაა 15-17, მიწისზედა მუხლებისა - 13-14, ბარტყობა არ იცის, საშუალოდ მცენარეზე ვითარდება 1.3 ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე - 18-20 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 14, მასა 340 გრამია. ნაქუჩი ღია ვარდისფერია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 85 სმ, ტაროდან მარცვლის გამოსავალია 85 %. მარცვალი ყვითელია, ნახევრად კბილაა, 1000 მარცვლის მასა 362 გრამია. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით არ ავადდება, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვს. მარცვლის მოსავალია 9-10 ტ/ჰა. მგრძნობიარეა მაღალი აგროფონისადმი. მცენარეთა ოპტიმალური სიხშირეა 62-65 ათასი მცენარე ჰექტარზე.
დღევანდელი მდგომარეობა: მშობელი ფორმების თესლები არის პროფესორ ო. ლიპარტელიანის კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება სასურსათოდ და საფურაჟედ.
წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 5(13), თბილისი, 2012, გვ. 23-28.
