საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კვეჟუა ღომი


საზოგადო სახელი: ღომიkvejuagomi (2)

სახეობის  სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica var. georgica Decapr. & Kasparian

ჯიშის სახელწოდება: კვეჟუა ღომი Setaria italica  georgica ‘ Kvezhua Gomi’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო ძირითადად გურიასა და იმერეთში, ასევე ლეჩხუმში.

ჯიშის დახასიათება: კვეჟუა ღომი საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 120 დღეა. მცენარის სიმაღლე მერყეობს 105-150სმ-მდე, თაველი ჩვეულებრივია, დაუტოტავი, შებუსულია 5 მმ სიგრძის იისფერი ჯაგრულათი. თაველი განიერია, მძიმე, მოყვითალო, თავთუნები გრძელ ყუნწზე სხედან, მათი რაოდენობა თაველში kvejuagomiსაშუალოდ 160-მდეა. მარცვლის გამოსავლიანობა 82-87%-ია, სიმწიფისას ახასიათებს მარცვლის ცვენადობა.

დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროები: Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;

ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ;

მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი