ვარძია ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum var. ferrugineum (Alef.) Velican
ჯისის სახელწოდება: ვარძია -Triticum aestivum‘Vardzia’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტის მიერ, ინდუცირებული მუტაგენეზის მეთოდითჯიშ–პოპულაცია „ხულუგო“–დან,თესლზე ქიმიური მუტაგენის NMM (ნიტროზამეთილშარდოვანა) 0.01 %-იანი ხსნარის მოქმედებით. გასავრცელებლად დაშვებულია 1994 წლიდან საქართველოს ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში ფაკულტატურია, საშუალო– საადრეო.მცენარის სიმაღლე 80-85 სმ. თავთავი ფხიანი, წითელი, მოკლე, ნახევრად ქინძისთავისებრი, მკვრივი, თავთავის სიგრძე 8-9 სმ, ადვილად ილეწება და არ ხასიათდება მარცვლის ცვენადობით. მარცვალი ნახევრად ოვალური-მრგვალი. თავთავში მარცვლების რაოდენობაა 60-72, 1000 მარცვლის მასა 43 გრამი, საშუალო მოსავლიანობა 4,0-4,5 ტ/ჰა-ზე. გამოირჩევა გვალვა და სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობით.
დღევანდელი მდგომარეობა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აწარმოებს ჯიშის პირველად მეთესლეობასა და გამრავლებას.
წყარო: Новые сорта, созданные методом химического мутагенеза. Москва,1989 г.; საქ. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ბრძანება #2-30, 12 აგვისტო 1993 წ.; ვლ. ქევხიშვილი – ხორბალი, აგროტექნიკა. თბილისი 2001 წ. გვ. 96