საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხულუგო ხორბალი


საზოგადო სახელი:  ხორბალი

სახეობის  სახელწოდება: Triticum aestivum  L.

ჯიშის  სახელწოდება: ხულუგო -  Triticum aestivum  ‘Khulugo’

გავრცელება: დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშია, ძირითადად გავრცელებული იყო რაჭა ლეჩხუმში, მაგრამ გვხვდებოდა აგრეთვე საჩხერეში, ჭიათურაში და სვანეთში.

ჯიშის დახასიათება: საგაზაფხულო ფორმაა მაგრამ ითესება შემოდგომით. ღერო მაღალია მაგრამ მსხვილი და მტკიცე. გამძლეა ჩაწოლისადმი, რადგან ძირითად პოპულაციაში ღერო ამოვსებულია პარენქიმით, მცენარე უხვად შეფოთლილია ფართე და გრძელი ფოთლებით, დაფარულია მძლავრი ცვილისებრი ნაფიფქით, ხასიათდება სუსტი ზამთარგამძლეობით და გვალვაგამძლეობით. ასევე, სუსტი გამძლეობით ხასიათდება სოკოვანი დაავადებების მიმართ, ფქვილის და პურის გამოსავლიანობა საშუალოა. კარგად რეაგირებს აგროტექნიკაზე და იტანს ხშირ ნათესს. თავთავი კულტურული ტიპის ფართო-ცილინდრული ან ნახევრად კომბლისებრი ფორმისაა, საკმაოდ მსხვილი და მკვრივია. თავთუნის ზედა ნაწილში უვითარდება მოკლე, ფხის მაგვარი დანართი. თავთუნი ფართოა, მრავალმარცვლიანია. თავთუნის კილი მსხლისებრია, ფართოდ მოკვეთილი ან სწორი მხრით. თავუნის კილი მოკლეა და ნისკარტისებრი ფორმისაა. მარცვალი ოვალური ან მომრგვალოა, მსხვილი, 1000 მარცვლის მასა 42-50 გრამია.  ახასიათებს ცვენადობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში  ჰიში  ხულუგო დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი 1983

ბ. ჯანელიძე, ვ გორგოშიძე  საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის  თბილისი 1960

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი