სამსუნი 224 თამბაქო
სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f.
ჯიშის სახელწოდება: სამსუნი 224 -Nicotiana tabacum fruticosa ‘Samsuni 224’
წარმოშობა: სამსუნი 224 გამოყვანილია აფხაზეთის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურში. მიღებულია რთული ჰიბრიდიზაციის მეთოდით. დარაიონებულია აფხაზეთში.
ჯიშის დახასიათება: სამსუნი 224 სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით საპაპიროსე თამბაქოს ტიპია. საგვიანო ჯიშია. გადარგვიდან წვეროს ფოთლის მომწიფებამდე სჭირდება 120-135 დღე. მაღალარომატულ და გემოვან ნედლეულს იძლევა. მცენარის ფორმა ცილინდრულია. ფოთლების მდგომარეობა - ღეროზე გამოშვერილი. ყვავილედი ფარისებრი ფორმისაა, მკვრივი, საშუალო სიდიდის, ყვავილი ვარდისფერია, საშუალო ზომის. მცენარის სიმაღლე ყვავილედით 155 სმ-მდე. ფოთოლი ყუნწიანია. მცენარის შუა იარუსზე ფოთლის ფირფიტა ფართო ოვალურ-გულისებრია, ბიბილო პატარაა, ერთ ძირზე 30-40 ფოთლამდე აქვს. ფოთლის ნერვაცია ნაზი აქვს, ფერი - ღია მწვანე. მაღალმოსავლიანია - 1,6 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს აგრარულიუნივერსიტეტისმცენარეთაგენეტიკურირესურსებისბანკში, ასევე რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: სამსუნი 224, სამსუნ 155-თან შედარებით, მეტად გამძლეა ჭრაქისადმი (პერონოსპოროზი). განსაკუთრებით გამძლეა ფესვის სიდამპლის მიმართ.
წყაროები: გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.