ბარამულა
საზოგადო სახელი: ღომი
სახეობის სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.
სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica var. luteosperma Menabde & Ericzjan
ჯიშის სახელწოდება: ბარამულა იგივე ბარამბულა Setaria italica luteosperma ‘ Barambula’
წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო ძირითადად გურიაში, ასევე იმერეთში, ლეჩხუმსა და სამეგრელოში.

ჯიშის დახასიათება: ბარამბულა საშუალოდ საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 140 დღეა. შერეული პოპულაციაა. მცენარის სიგრძე მერყეობს110-178სმ-მდე. თაველი მარტივი ფორმისაა, დაუტოტავი, მსხვილი, კონუსური ან ცილინდრულია, ზოგჯერ წვეროსთან გაწვრილებული, სიგრძით 33სმ-მდე, ნაკვთულები გრძელ ყუნწზეა. ამ პოპულაციაში გვხვდება როგორც მწვანე, ასევე იისფერი ჯაგრულას მქონე მცენარეები. ორივე შემთხვევაში ჯაგრულა მოკლეა, თაველი კი ყვითელია ან ღია ყვითელი შეფერილობის. წონა 28 გრამამდეა. მარცვლის გამოსავლიანობა საშუალოდ 85%-მდეა, მიდრეკილია მარცვლის ცვენადობისკენ.
დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).
წყაროები: ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II, თბილისი, 1950 წ;
Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;
მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.