საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჯვარი ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშისსახელწოდება: ჯვარი Phaseolus vulgarisJvari’

წარმოშობა: გამოყვანილია მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის შედეგად (1975-1990 წლებში) მექსიკური ლობიოების კოლექციიდან. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბალი სარწყავი და მთისწინა ურწყავი რაიონებისთვის.

ჯიშის დახასიათება:სავეგეტაციო პერიოდი 90-100 დღეა, შემოდის თანაბრად და ნაწილობრივ კარგავს ფოთლებს. ივითარებს ძლიერ უხვად შეფოთლილ ბუჩქს. ვეგეტაციის მეორე ნახევარში ნახევრად წვება, ძირითადად კუტია, ზოგჯერ ივითარებს მოკლე კავანებს, მცენარის სიმაღლეა საშუალოდ 40 სმ. ახასიათებს სუსტი დატოტვა. მუხლთაშორისების რაოდენობაა 5-10, პირველ პარკებს ივითარებს 10-15 სმ-ზე მიწის ზედაპირიდან, ახასიათებს უხვი ყვავილობა, ყვავილობს აღმოცენებიდან 50-60 დღის შემდეგ. ყუნწზე ყვავილების რაოდენობა 2-3. პარკის სიგრძე 8-10 სმ, პარკში მარცვლების რაოდენობა - 6-7 მარცვალი. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, თეთრად ჭრელი, მუქი ლაქებით. სიგრძე 9-10 მმ, სიგანე 6-7მმ. 1000 მარცვლის მასა საშუალოდ 400 გრამია, ნატურა 500-600 გრ. ჯიში გამძლეა ჩაცვენისადმი, კარგ მოსავალს იძლევა ტენიან და საკვებით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე, თესვის ნორმაა 70-80 კგ. საშუალო მოსავალი 1.8 – 2ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სამარცვლე მიმართულებისაა. გარემო პირობებისადმი საშუალოდ მომთხოვნია, გამძლეა მემარცვლიას მიმართ. გამოირჩევა კარგი გამძლეობის უნარით უმეტესი დაავადებების მიმართ.

წყაროები: ო. ლიპარტელიანი, ნ. კეკიაშვილი, ხორბლის, ქერის და ლობიოს ახალი უხვმოსავლიანი ჯიშები. ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლავითი ინსტიტუტი, შრომები XXXXI, თბილისი, 2000. გვ.113.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი