ჰექსაპლოიდური ზანდური ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum zhukovskyi Menabde & Eritzjan
სახეობის სახელწოდება: ჰექსაპლოიდური ზანდური
გავრცელება: გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმში, ზანდურის ცენოზში მინარევის სახით
სახეობის დახასიათება: საქართველოს ენდემური სახეობაა. ისევე როგორც ჩელტა ზანდური ეს სახეობა ცივი, ნოტიო მთისწინეთის მცენარეა. საგაზაფხულოა, უფრო საგვიანოა Triticum timopheevii შედარებით. ტენის მოყვარულია. ცუდად იტანს ატმოსფერულ გვალვებს. მორფოლოგიურად ძლიერ ჰგავს Triticum timopheevii -ს. ფოთლის ფირფიტა და ვაგინა ჯაგრისებრ-შებუსული. ფოთოლი ფართო, 16-20 სმ. სიგრძის. მცენარე 100-120 სმ. ღეროს მუხლები სქლად შებუსულია ჯაგრისებრი ბეწვებით. თავთავი ფხიანი. ფხები 5-7 სმ. სიგრძისაა, არ არი უხეში. თავთავის ღერაკი ნაკლები მტვრევადობით ხასიათდება ვიდრე Triticum timopheevii. თავთავი ფხიანია, მკვრივი (D=32-40). თავთუნის კილი უფრო წაგრძელებული, თითქმის თანაბარია ქვედა ყვავილის კილის ან ცოტათი მოკლეა. თავთუნის კილის მთავარი გვერითი ძარღვის კბილაკი, მიუხედავად იმისა რომ უფრო მოკლეა ვიდრე ქედის კბილაკი, კარგად არის განვითარებული. კბილაკებს შორის მახვილკუთხიანი ამონაჭერია. თავთავის ღერაკის ნაწევრები უფრო ნაკლებადაა შებუსული ვიდრე Triticum timopheevii. მარცვალი წითელი აქვს. ძნელად ილეწება. მაღალ-იმუნური სახეობაა.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.
წყაროები: В. Ф. Дорофеев. Культурная Флора СССР Т- I Пшеница. Колос 1979
The International Plant names Index http://www.ipni.org/
Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html