ჩიტისკვერცხა ლობიო
სახეობის სახელწოდება:Phaseolus vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: ჩიტისკვერცხა Phaseolus vulgaris ‘Chitiskvertskha’
წარმოშობა: ჯიში გამოყვანიალია მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ქუთაისის მებოსტნეობის სასელექციო სადგურში, მასობრივი შერჩევით ადგილობრივი ჯიშებიდან. ჯიში დარაიონებულია 1947 წლიდან.
ჯიშის დახასიათება:საშუალო საგვიანო ჯიშია, ვეგეტაცია გრძელდება 85–90 დღემდე, აღმოცენებიდან ყვავილობის დაწყებამდე სჭირდება 40–45 დღე, თესლის დამწიფების დაწყებამდე - 70–80 დღე. ბუჩქის ფორმა ნახევრად ხვიარაა, აღმონაცენი მუქი მწვანეა, მცენარის სიმაღლე მინდვრის პირობებში 50–60 სმ–ია, ყვავილი იასამნისფერია, დაუმწიფებელი პარკი მწვანეა, მუქი იისფერი ლაქებით და ზოლებით. ამგვარ შეფერვას ინარჩუნებს დამწიფებული პარკიც, პერგამენტის შრე არ აქვს. თესლი ელიფსური–სფერული ფორმისაა, მოვარდისფრო მუქი წითელი ლაქებითა და წერტილებით, 1000 მარცვლის წონა 360–420 გრამია. ცილების შემადგენლობა ჯიშში უდრის 22,7–24,8%.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
წყაროები: შოთაობოლაძე, საბოსტნეპარკოსანიკულტურები. გამომცემლობა „საბჭოთასაქართველო“, თბილისი, 1984, გვ. 27;
Программа селекционных работ Закавказского комплексного селекцентра по растениеводству, 1990 года, Тбилиси, 1981 ст.252;
ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, არაქისის, ძირითდიჯიშებისსარკვევი, თბილისი, 1959, გვ. 187.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში გამოირჩევა ბაქტერიოზული დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობის უნარით. ანტრაქნოზით და ჟანგათი შესამჩნევად ავადდება. პარკი საშუალო ღირსებისაა, ნახევრად ბეწვიანია ამიტომ პარკის ბეწვიანობაზე შემოწმება საჭიროა არა მარტო ტექნიკურ სიმწიფის, არამედ სრული მომწიფების დროს.