საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გურული 1152 ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: გურული 1152  Phaseolus vulgaris ‘Guruli 1152’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის  სელექციის სადგურში, სოფელ ქვაბღაში (ჩოხატაურის რაიონი) ბუნებრივი ჰიბრიდიზაციით მიღებული მასალიდან ინდივიდუალური გამორჩევის გზით.

ჯიშის დახასიათება:საშუალო საადრეო ჯიშია.  აღმოცენებიდან პირველ კრეფამდე ესაჭიროება 51-55 დღე, მარცვლის მომწიფებამდე 85-91 დღე. არახვიარა ბუჩქია, ხშირი დატოტვითა და შეფოთვლით, ფოთოლი მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმისაა. ყვავილი შედარებით დიდია და მომწვანო-მოთეთროა. პარკი ღია მწვანეა, 9-12 სმ. სიგრძისაა და 9-11 მმ სიგანის, ნამგლისებრი ფორმის, პარკში 3-5 მარცვალია, ფიზიოლოგიურ სიმწიფეში პარკი ჩალისფერია. თესლი მობრტყელო-მომრგვალოა, ღია მოყვითალო-მოვარდისფრო ფერით, რომელზეც აღენიშნება ღია ყავისფერი, მოწითალო ან ღია მოწითალო ლაქები. 1000 მარცვლის მასა 475 გრამია.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ:  ანტრაქნოზი, ბაქტერიოზი და ასკოქიტოზი.

წყაროები: შოთა ობოლაძე, საბოსტნე პარკოსანი კულტურები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1984, გვ. 28.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი