საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული


საზოგადო სახელი: მაღალი კოინდარი (ფრანგული კოინდარი)qartulia

სახეობის სახელწოდება: Arrhenatherum elatius L.

ჯიშის სახელწოდება: ქართული - Arrhenatherum elatius‘ Kartuli ’

წარმოშობა: ჯიში „ქართული“ გამოყვანილია ყირგიზეთის ს/კ ინსტიტუტში, მცენარეთა პროდუქტიულობის მიხედვით, მასობრივი გამორჩევის გზით. დარაიონებულია 1968 წლიდან, იონჯისა და ესპარცეტის გავრცელების ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: „ქართული“ საადრეო ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი, საგაზაფხულო წამოზრდიდან გათიბვამდე, 66-77დღეა, ხოლო თესლის სიმწიფემდე - 89-98 დღე. მცენარე მაღალია: 90-170სმ სიმაღლის. ღერო სწორია, სუსტად დამუხლული. ბუჩქი მჭიდროა, იშვიათადაა ნახევრადშეფოთლილი. ბარტყობა საშუალო ან ძლიერი 22-40 qartuliღერომდე. შეფოთვლა საერთო მასის 32-35%. საქართველოს მთისწინებში სწრაფად ვითარდება. ზაფხულში ნალექების საკმარისი რაოდენობისას, იძლევა ორ განათიბს. ხასიათდება მწვანე მასის, თივისა და თესლის საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით.
ჯიში ქართული წელიწადში იძლევა მწვანე მასის მოსავალს 17-20ტ/ჰა-ს, თივისა - 6-7ტ/ჰა და თესლისა - 0,6-0,8ტ/ჰა. თივა საშუალოდ შეიცავს 11% ცილასა და 32% უჯრედისს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში;
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ზამთარამტანია. მისი თივა უხეშია, მაგრამ მაღალი კვებითი ღირებულებისაა.

წყაროები:
1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი