საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ადრეულა 6 სოია


საზოგადო სახელი: სოიაadreula6S]A

სახეობის  სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის სახელწოდება: ადრეულა 6  Glycine max  'Adreula 6'

წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში ჯიშთშორისი ჰიბრიდიზაციით (დედა - იმერული ადგილობრივი შეჯვარებული მამა - ილინთან). დარაიონებულია 1964 წლიდან, ქართლისა და იმერეთის რაიონებისათვის.

ჯიშისდახასიათება: ადრეულა 6 საშუალოდ საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 120-140დღეა. იგი მიეკუთვნება მანჯურიული ქვესახეობის ჩაწოლისადმი გამძლე სახესხვაობას, აპრობაციულ ჯგუფს immaculate Enk. აღმოსავლეთ საქართველოს ჯიშთ-ტიპს. მცენარე სწორმდგომია 70-90 სმ adreula6სიმაღლის, ფორმით - ნახევრად კომპაქტური, დატოტვა ძლიერია, შეფოთვლა საშუალო. ფოთოლი ფართო კვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანეა ან შავ-მოლურჯო შეფერილობის, დაფარულია თეთრი ფერის ხშირი ბუსუსებით. ფოთლის ზედაპირი დანაოჭებულია. ყვავილი თეთრია და მტევნებად შეკრული. პარკი საკმაოდ დიდია, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი. ქვედა პარკების ღეროზე მიმაგრების სიმაღლეა12-13 სმ. თესლის ცვენადობა არ ახასიათებს. მარცვლის ფორმა ოვალურია, ზედაპირი პრიალაა, ყვითელი, ღია ყავისფერი ან მოთეთრო ჭიპით. 1000 მარცვლის მასაა 180-240 გრ, საშუალო მოსავლიანობა  2,5ტ/ჰა. თესლი შეიცავს საშუალოდ 35% ცილასა და 22% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

წყაროები:  აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1982 წ.

მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ. XIII, თბილისი, 1966 წ.

სერგო თედორაძე,  სოია, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1963 წ.

გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი