უნივერსალი 1 სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: უნივერსალი 1 Glycine max 'Universali 1'
წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში გამა-სხივებით დამუშავებული (7000 რენტგენი) ადგილობრივი იმერული ჯიშის სოიის ნათესიდან მაღალმოსავლიანი მცენარეების შერჩევით. დარაიონებულია 1973 წლიდან დასავლეთ საქართველოს რაიონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 150-170 დღეა. იგი მიეკუთვნება ჩინურ ქვესახეობის, ტენმოყვარულთა სახესხვაობას, სააპრობაციო ჯგუფს serotina Enk. ქვემო იმერულ ჯიშთტიპს. მცენარე მაღალ მოზარდია, საშუალოდ 150-180სმ, ზოგჯერ მეტიც. ღერო ნაზია, არ წვება. დატოტვა ძლიერი აქვს, ბუჩქი - ნახევრად კომპაქტურია. ფოთლები საშუალო სიდიდისაა და ქერადაა შებუსული. ყვავილი თეთრია. თესლი ყვითელი, კრიალა ზედაპირიანი, ოვალური, მარცვლის ჭიპი მონაცრისფრო-შავია. 1000 მარცვლის მასაა 200-240 გრ, მარცვლის საშუალო მოსავლიანობა - 2,1ტ/ჰა, ხოლო მწვანე მასის 18-26 ტ/ჰა. თესლი შეიცავს საშუალოდ 40,4% ცილასა და 24,7% ცხიმს.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: უნივერსალი 1გამძლეა გვალვისადმი, ჭარბი ტენის ამტანია, ბაქტერიოზით, ფუზარიოზით და სკლეროტინით არ ავადდება. ჯიში უნივერსალურია როგორც სამარცვლე, ასევე საკვები მიმართულებისაა.
წყაროები: სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1963 წ.;
Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.