საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თუზის შუათეთრა


საზოგადო სახელი:   სიმინდი

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

სახესხვაობის  სახელწოდება:  Zea mays  var. leucodon  Alef. 

ჯიშის  სახელწოდება:თუზის შუათეთრა - Zea mays  leucodon

ან  Zea mays leucodon  ‘Tuzis Shuatetra’

წარმოშობა: ეს ჯიში წარმოშობილია თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში.

ჯიშის  დახასიათება: ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა საშუალო-საგვიანოა (115-130 დღე). მცენარის სიმაღლეა 235-306 სმ. ფოთლების რაოდენობა -  14-16. ფოთლის სიგრძე - 75-82 სმ, სიგანე -10-12 სმ. ქვედა ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 88-120 სმ. ბარტყობა სუსტია. ტარო დიდი ზომისაა, სიგრძე - 18-25 სმ. ტაროს ფორმა ცილინდრულია. მწკრივების რაოდენობა  10-12. მწკრივების განლაგება ტაროზე - სწორი. მარცვალი თეთრი ფერისაა. ტაროს შუა ნაწილში მარცვლები  ოდნავ თავჩაზნექილი, ხოლო წვერსა და ბოლოში თავგადალესილია. მარცვალი მიეკუთვნება A  და B ტიპს. ნაქუჩი თეთრია. 1000 მარცვლის მასა 360-420 გრამია. ჯიშის მოსავლიანობა  -  3-4,2 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: საინტერესო იყო  როგორც სამარცვლე და სასილოსე ფორმა შემაღლებული ზონებისათვის(თერჯოლის, ჭიათურის, საჩხერის და სხვა რაიონები).

წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება. ტომი XXIV.  თბილისი, 1969 წელი.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი