საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თავთუხი 19–28 ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალიtavtuxi19.38A

სახეობის სახელწოდება: Triticum durumDesf.

სახესხვაობის სახელწოდება: Triticum durum var. coerulescens  Bayle

ჯიშის სახელწოდება: თავთუხი 19–28 - Triticum durum ‘Tavtukhi’ 19-28’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: ჯიში გამოყვანილია საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურის მიერ, ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით მაგარი ხორბლის ჯიშ „ბორჩალოს შავფხა“–დან. საქართველოში ჯიში დარეგისტრირებულია 1946 წლიდან.

მოკლე აღწერა: საგაზაფხულო ჯიშია, მაგრამ ქართლის დაბლობ ზონაში, შედარებით თბილი ზამთრის გამო ითესება შემოდგომაზე. მცენარე საკმაოდ მაღალია, აღწევს 150-160 სმ–მდე, ღერო მსხვილი, მიდრეკილება აქვს ჩაწოლისადმი. თავთავი შავი ფერის, შებუსვილი, შავი ფხებით, მოხრილი, თავთავის სიგრძე 12-14 სმ-ია, მკვრივი, ცილინდრული ფორმის. ფხები გრძელი, პარალელურად განწყობილი, მომწიფებისას ახასიათებს ფხების ცვენა. თავთუნის კილი შებუსული, ვიწრო და tavtuxiწაგრძელებული, კილის მხარი ჩამოკვეთილი. კილის კბილაკი მოკლე და ნისკარტისებრ მოხრილი. მარცვალი თეთრი, წაგრძელებული, მსხვილი, რქისებრი კონსისტენციის, 1000 მარცვლის მასა 45–48 გრამია. ხასიათდება სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობით.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო: ბ. ჯანელიძე, ვ. გორგოშიძე – საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის,  თბილისი 1960 წ. გვ. 67;  ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე – მემცენარეობა,  თბილისი 1969 წ. გვ. 28;  საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 319

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში წარმატებით გამოიყენება რბილი ხორბლის სელექციაში, გამოირჩევა მაღალი კომბინაციური უნარით და წარმოადგენს ძვირფას მასალას სინთეზური სელექციისათვის.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი