საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეგრული ყვითელი


საზოგადო სახელი:   სიმინდი

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

 სახესხვაობის   სახელწოდება:  Zea mays  var. flavorubra  Körn.

ჯიშის   სახელწოდება: მეგრული ყვითელი  - Zea mays  flavorubra ‘Megruli Kviteli’

 წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს დაბლობ, ტენიან რაიონებში.

ჯიშის  დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 115-135 დღეა. მცენარის სიმაღლეა 200-250 სმ. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე - 18-23. ტაროს მიმაგრების  სიმაღლეა  80-110 სმ. ბარტყობა არ ახასიათებს. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია. სიგრძე -15-17 სმ. ტაროს ირგვლივისობა ქვედა ნაწილში - 14-14,5 სმ, ზედა ნაწილში -13-13,5 სმ. ტაროზე 10-12 მწკრივია. მწკრივების სისწორე ნაკლებ არის დაცული. მარცვალი ყვითელია. წვერი ძლიერად  არ არის ჩაჭყლეტილი. მარცვალს ხაოიანობა არ ახასიათებს. მარცვალი ფორმით მიეკუთვნება  A  ან B ტიპს. 1000 მარცვლის მასა 300-400 გრამია. ნაქუჩი  თეთრია.

ჯიშის მოსავლიანობა შეადგენდა  3,5 ტონას და მეტს. მარცვლის გამოსავალი კი იყო 85-90%.

დღევანდელი მდგომარეობა: დასავლეთ საქართველოს დაბლობ, ტენიან რაიონებში საკარმიდამო ნაკვეთებზე დღესაც ითესება ყვითელმარცვლიანი,  კბილა ტიპის სიმინდის ნიმუშები, მაგრამ ტაროს მორფოლოგიით მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდება ძველი  ,,მეგრული ყვითელისაგან“.

წყაროები: ი.ნ.ჩხენკელი,  ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი