საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული 7 სოია


საზოგადო სახელი: სოიაqartuli7A

სახეობის  სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის  სახელწოდება: ქართული 7Glycine max  'Kartuli 7'

წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იმერული ადგილობრივის გამა-სხივებით, დამუშავებული თესლის ნათესში ინდივიდუალური გამორჩევით. დარაიონებულია 1981 წლიდან, აღმოსავლეთ საქართველოში და დაღესტანში.qartuli7

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია,  სავეგეტაციო პერიოდი 115-130 დღეა. იგი მიეკუთვნება მანჯურიული ქვესახეობის საადრეო სახესხვაობას, სააპრობაციო ჯგუფს - serotina Enk. მცენარე საშუალო სიმაღლისაა - 80-90 სმ-მდე, ნახევრად კომპაქტური. ფოთლები საშუალო სიდიდისაა, წაგრძელებულ-წამახვილებული წვეროთი. ყვავილი იისფერია, პატარა ზომის. პარკები ქერაა, ოდნავ მოხრილი. თესლი საშუალო ზომისაა; 1000 მარცვლის მასაა 170-180 გრ. საშუალო მოსავლიანობა - 2,6 ტ/ჰა. თესლი შეიცავს საშუალოდ 39-43,1%ცილასა და 22,4-23,1% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული 7  სამარცვლე მიმართულებისაა. ეს ჯიში შედარებით გვალვა და სიცივის ამტანია. ჩაწოლისადმი გამძლეა. იგი კარგი წინამორბედია თავთავიანი კულტურებისათვის.

წყაროები:  აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1982 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი