საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართლი/რუსნანა ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიოqartlirusana

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: ქართლი/რუსნანა  Phaseolus vulgaris “Kartli/Rusnana’

წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გორის საცდელ სადგურზე ინდივიდუალური შერჩევის მეთოდით   ჯიშ „შავშეთის ადგილობრივიდან“ უკეთესი ბიოტიპების შერჩევის მიზნით. 1970 წელს შეირჩა ინდივიდუალური მცენარეები ბუჩქის კუტი ტიპი, რომელიც 1975 წლიდან იცდებოდა სელექციურ სანერგეებში.

ჯიშის დახასიათება:ჯიში საშუალო  საადრეოა, მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა თესლის მომწიფებამდე  90-95 დღეს უდრის. მცენარის ბუჩქი კუტია, მცენარის სიმაღლე  40-42 სმ. ფოთოლი ფართოა, ყვავილი ვარდისფერი, პარკი ბრტყელი, ოდნავ მოხრილი, 14-16სმ. სიგრძის უძაფო და უპერგამენტო, შეფერვა მწვანე, უძაფო და უპერგამენტო, მარცვალი მოგრძოა, მუქი ვარდისფერი. 1000 მარცვლის მასაა 400 გრ. 100 ცალი პარკის წონა 610 გრამია.  გორის საცდელი სადგურის (1979-1981წწ) მონაცემებით მწვანე პარკის მოსავალია 11,7ტ/ჰა, ხოლო თესლისა - 1.02 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყაროები: ნ. რუსიტაშვილი, ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო კომისიაზე გადაცემული ლობიოს პერსპექტული მუტანტური ჯიშები, ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლავითი ინსტიტუტი, შრომები XXXX, თბილისი, 1998. გვ.29-30.

დამატებითი ინფორმაცია: ბუჩქის კუტი ტიპი მექანიზაციის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, გამძლეა ბაქტერიული და სოკოვან დაავადებათა მიმართ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი