საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული 1


საზოგადო სახელი: კოინდარიqartuli1a

სახეობის სახელწოდება: LoliumperenneL.

ჯიშის სახელწოდება: ქართული 1 - Loliumperenne‘ Kartuli 1’

წარმოშობა: ჯიში ქართული 1 გამოყვანილია ი. ლომოურის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში, მასიური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით, ჰოლანდიიდან 1982 წელს შემოტანილი კოინდრის კოლექციიდან. საქართველოში მისი მოყვანა შეიძლება ბარის ზონიდან მაღალმთიან ზონამდე, როგორც სუფთა, ასევე შერეული ნათესების სახით. დარაიონებულია 2003 წლიდან, კოინდრის მთესველი რაიონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: „ქართული 1“-ის სავეგეტაციო პერიოდი qartuli1მოკლეა - 75-85 დღე, ხოლო მწვანე მასის გასათიბი ფაზის დადგომამდე 60-65 დღეა. მცენარე დაბალია: 60-90სმ სიმაღლის. ღერო წვრილი აქვს, ნაზი, უხვადშეფოთლილი. ფესვთა სისტემა ფუნჯისებრია, ძლიერ დატოტვილი, ხელს უწყობს კარგი სტრუქტურის კორდის შექმნას. ყვავილედი თავთავია, მტვრევადი ღერაკით, თავთუნები თითო-თითო სხედან, თავთუნი კილიანია, უფხო, მხოლოდ ყვავილის გარეთა კილია ფხიანი. თესლი კილიანია. 1000 მარცვლის მასა 1,5-1,8გრ-ია.
„ქართული 1“ წელიწადში იძლევა თესლის მოსავალს 0,4-1,0ტ/ჰა-ს, თივის მოსავალს -4,6ტ/ჰა-ს და მწვანე მასისას - 30-35ტ/ჰა-ს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში;

დამატებითი ინფორმაცია: კარგი კომპონენტია იონჯის, სამყურასა და ესპარცეტის ნარევში. ადრე დარაიონებულ ჯიშებთან შედარებით, 3-4 წლით უფრო სიცოცხლისუნარიანია.

წყაროები: 1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი