საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ეწერის 13 ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება: Phaseolus lunatus L.

ჯიშის სახელწოდება: ეწერის 13  Phaseolus vulgaris ‘Etseris 13’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურში, ინდივიდუალური გამორჩევის გზით სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერის პოპულაციიდან, ავტორი ს. თედორაძე.

ჯიშის დახასიათება:დაბალმოზარდი, საადრეო გვალვა ამტანი ჯიშია.  სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავში 95 დღეა. მცენარის ბუჩქი კუტია, სიმაღლე - 50-60 სმ. ახასიათებს ძლიერი დატოტვა, ფოთოლი მწვანეა, გლუვი ზედაპირით, ყვავილი თეთრია, რომელიც მტევნადაა შეკრული. მტევანში 20-30 ყვავილია. პარკი ბრტყელია, მოხრილი, 7-8 სმ სიგრძის და 1,5-2 სმ სიგანის. პერგამენტის შრე გვიან უვითარდება. პარკში 2-3 თესლია, თეთრი თირკმლისებრი ფორმის, მობრტყო. 1000 მარცვლის მასა 400-420 გრ.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყაროები: შოთა ობოლაძე, საბოსტნე პარკოსანი კულტურები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1984, გვ. 37.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი