საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ზოტურა ყვითელი


საზოგადო სახელი:  სიმინდი 

სახეობის სახელწოდება Zea mays  L. 

სახესხვაობის  ლათინური სახელწოდება:  Zea mays  var.  vulgata  Körn. 

ჯიშის   სახელწოდება:ზოტურა ყვითელი Zea mays vulgata  ‘Zotura’  ან  Zea mays  vulgata  ‘Zotura  Kviteli’’

წარმოშობა: წარმოშობის ადგილია ჩოხატაურის რაიონი (სოფელი ზოტი).

ჯიშის  დახასიათება: ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 100-114 დღე (საადრეო). მცენარის სიმაღლე 160-180 სმ. ფოთლების რაოდენობა 10-14. ბარტყობა - სუსტი. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა - 50-70 სმ. ტარო პატარა ზომისაა, კონუსური ფორმის. ტაროს სიგრძე - 12-16 სმ. მწკრივების რაოდენობა 10-12.  ტაროზე მწკრივების განლაგება - სწორი. მარცვლის ფერი ყვითელი. ტაროს მთელ სიგრძეზე მარცვლის ზედაპირი გლუვია.  მარცვალი A  ტიპს მიეკუთვნება, იშვიათად - B ტიპს. 1000 მარცვლის მასა 310-400 გრამია. ნაქუჩი თეთრია. ჯიშის მოსავლიანობა მერყეობდა 1,8-2,5 ტ/ჰა-მდე.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: საინტერესო იყო როგორც სამარცვლედ, ასევე სასილოსედ შემაღლებულ და მაღალი რაიონებისათვის (გურია, განსაკუთრებით ჩოხატაურის რაიონი).

წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება. ტომი XXIV.  თბილისი, 1969 წელი.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი