საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ენგური


საზოგადო სახელი:    სიმინდი                                                         სახეობის სახელწოდება:  Zea mays L. სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var. flavorubra Körn. ჰიბრიდის სახელწოდება:  ენგური - Zea mays X flavorubra  ‘Enguri’ წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენეტიკის სექტორისა და მცხეთის სასელექციო სადგურში. მიღებულია ამერიკული ხაზების ბ73 და მო17-ის შეჯვარებით. დარაიონებულია 1984 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ზონაში და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, სამარცვლედ.
ჯიშის დახასიათება: საშუალო საგვიანო ვეგეტაციისაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 125-130 დღე. მცენარის სიმაღლე 280-300 სმ-ია, ტაროს მიმაგრების სიმაღლე - 121 სმ., მიწისზედა მუხლების  რიცხვი 16-17. ფოთლები მწვანეა, ერექტოიდული, ფოთლების რაოდენობაა 19-20. ტარო სუსტი კონუსისებრია, სიგრძე - 23.7 სმ.  მარცვლის მწკრივების რიცხვი 16-18, მწკრივში 50-53 მარცვალია. ნაქუჩი ვარდისფერია, მარცვლის გამოსავალი - 84 %.  მარცვალი ყვითელია, კბილა, 1000 მარცვლის მასა 300 გრამია. მაღალმოსავლიანია, საცდელ ნაკვეთებში იძლევა 12-13 ტ/ჰა მარცვლის მოსავალს. გამძლეა ჩაწოლისადმი, სუსტი გამძლეა ჰელმინთოსპორიოზის მიმართ. ოპტიმალური სიხშირეა 60 000 მცენარე/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში. წყაროები:  მემცენარეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით, თბილისი, 2009, გვ. 98; სამარცვლე სიმინდის მოვლა-მოყვანა ფერმერულ მეურნეობაში, სსიპ. მიწათმოქმედების ინსტიტუტი, სახელმძღვანელო, გამოცემულია მსოფლოი ბანკის მხარდაჭერით, თბილისი, 2010, გვ. 14; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მთიანეთის სოციალურ - ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თბილისი, 2010 წ, გვ. 335. დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი