საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დიკა ხორბალი


საზოგადო სახელი:  ხორბალიdika

სახეობის   სახელწოდება:  Triticum carthlicum  Nevski

სინონიმი: Triticum turgidum L. subsp. carthlicum (Nevski) Á. Löve & D. Löve

სახეობის  სახელწოდება:  დიკა

გავრცელება: დიკა საქართველოს ენდემური სახეობაა.  ძირითადად გავრცელებული იყო მიწათმოქმედების მთიან ზოლში - 1000-2000 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. 600–700 მ. სიმაღლეზე ქვევით დიკას ნათესები აღარ გვხვდებოდა.

სახეობის დახასიათება: კოლეოპტილე ორნერვიანია, უფერო.  აღმონაცენი ღია მწვანე ფერის, ეს შეფერილობა dikaAდამახასიათებელია ამ სახეობისათვის. ფოთლის ვაგინა და ფირფიტა ხავერდოვან შებუსული. ღეროს მუხლები ასევე შებუსულია. ღერო ნაზია თავთავის ძირში თითქმის ყოველთვის ამოვსებულია ან მცირე ღრუ აქვს. თავთავი 4-6 სმ სიგრძით მაგრამ ზოგჯერ 14-16 სმ-ს აღწევს. თავთავის სიმკვრივე 14-38 მერყეობს. თავთავი ყოველთვის ფხიანია, ფხები სხვადასხვა სიგრძისაა (6-17სმ.), ჩვეულებრივ ნაზი აგებულებისაა, თავთავები უხეში ფხებით იშვიათად გვხვდება. თავთუნის კილებზე ასევე ნადვილი ფხები ვითარდება. ძალიან იშვიათია ფორმები რომლებიც თავთუნის კილებზე 1-1,5 სმ. სიგრძის ფხებს ივითარებენ. თავთავის ღერაკი ძალიან თხელია, ვიწრო, ელასტიური, სხვადასხვა ხარისხით შებუსული, იშვიათად თავთუნი ორმარცვლიანია, იშვიათად სამმარცვლიანი, ძალიან იშვიათად მრავალმარცვლიანი. არ არის ცვენადი. ცვენადი ფორმები იშვიათად გვხვდება. თავთუნის კილი პრიალაა ან შებუსული. მარცვალი წაგრძელებულ-ოვალური, წითელი, რქისებრი ან ნახევრად რქისებრი. ზურგი დანაოჭებული, რომელსაც ვერცხლისფერი შეფერვა გადაჰკრავს, თავთავი თეთრი, წითელი ან შავი თეთრ ფონზე ან წითელ ფონზე. გამძლეა ჟანგასა და გუდაფშუტას სხვადასხვა ფორმების მიმართ. საქართველოში გამოვლენილი და აღწერილია დიკას 9  სახესხვაობა.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი 1983

ნ. ბრეგაძე  საქართველო მიწათმოქმედების დამოუკიდებელი კერა თბილისი 2004

В. Л. Менабде  Пшеницы Грузии  -  Тбилиси 1948

В. Ф. Дорофеев.     Культурная Флора СССР    Т- I  Пшеница.  Колос 1979

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი