ჰავანა 1112 თამბაქო
საზოგადო სახელი: თამბაქო
სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. havanensis Comes
ჯიშის სახელწოდება: ჰავანა 1112 Nicotiana tabacum havanensis ‘Havana 1112’
წარმოშობა: გამოყვანილი და დარაიონებულია აფხაზეთში, გალის რაიონისათვის.
ჯიშის დახასიათება: თამბაქოს კლასიფიკაციის მიხედვით აღნიშნული ჯიში სასიგარე ტიპისაა. ჰავანა 1112 იძლევა კარგი გემოს ნედლეულს. საადრეო ვეგეტაციის ჯიშია, ხანგრძლივობა - 90-100 დღეა, დარგვიდან ყვავილობამდე სჭირდება 50-70 დღე. მცენარის ფორმა ოვალურ-ელიფსურია, სიმაღლით 120-150 სმ. ფოთოლი ფართო-ელიფსური ფორმისაა ოდნავ გადაღუნული, ფუძე ყელიანია, მჯდომარე, ზეაღმართული, აწეული. ოდნავ მოხრილი, ზედაპირი მცირედ დაბურცული და ოდნავ ტალღისებურია. ფოთლები ღეროზე ძლიერ მახვილი კუთხითაა განწყობილი. დამატებითი ბიბილო დიდია და ფართო. ფოთლების რაოდენობა ერთ ძირზე 18-24-ია. შუა იარუსის ფოთლების სიგრძე 40-50 სმ-ს აღწევს, სიგრძე-სიგანის შეფარდება 1,7-1,8:1,0-თან. მოსავლიანობა 1,5-2,1ტ/ჰა-ზე.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: ჰავანა 1112-ს ახასიათებს დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობა.
წყაროები: ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე,მემცენარეობა,თბილისი, 1959წ;
Р. И. Подгорный , Растениеводство, Москва, 1963г;
გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა,თბილისი, 1981წ.