საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ახალთესლი ქერი


საზოგადო სახელი: ქერიaxaltesli სახეობის სახელწოდება: Hordeum vulgare L. სახესხვაობის სახელწოდება: Hordeum vulgare var. nutans Alef. ჯიშის სახელწოდება: ახალთესლი - Hordeum vulgare ‘Akhaltesli’ წარმოშობა: ადგილობრივი, ორმწკრივიანი აბორიგენული ჯიშია.
მოკლე აღწერა: მცენარე საშუალო სიმაღლისაა, ღერო ნაზია - ელასტიკური, მაგრამ მაგარი და მტკიცე. თავთავი მოთეთრო–მოყვითალო ფერისაა, საშუალო სიგრძის და სიმკვრივის. თავთავის ამონაკვეთზე არსებული სამი თავთუნიდან განვითარებულია მხოლოდ შუა თავთუნი, ორი განაპირა თავთუნი კი უნაყოფოა. ფხები მოჩალისფრო-ყვითელი, უმეტესად ნაზი, გრძელი, დაკბილული. ყვავილის კილები გლუვია, იშვიათად დანაოჭებული, თანდათანობით გადადის ფხაში. მარცვალი მოჩალისფრო-ყვითელია, ელიფსური ფორმის, 1000 მარცვლის მასა 36–37 გრამიდან აღწევს 45 გ–მდე. მთიან რაიონში მარცვალში ცილის შემცველობა 10–11 %-ს არ აღემატება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში კი 11,8 %-ზე მაღალი არ არის.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში. დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ხასიათდება სალუდე ქერის თვისებებით. წყაროები: : ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1969 წ.; გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ. გვ.19.
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი