საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქვიშნა იგივე ქუშნა


საზოგადო სახელი: უგრეხელი სახეობის  სახელწოდება:Vicia ervilia  (L.) Willd. (=Ervum ervilia L.)qvishnaA ჯიშის  სახელწოდება: ქვიშნა იგივე ქუშნა Vicia ervilia ‘ Kvishna’ წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ჯავახეთში, სამცხეში, ქართლში, ქსნისა და არაგვის ხეობაში და ქიზიყში. დასავლეთ საქართველოში რაჭის გარდა კულტურული ნათესების სახით არსად არ გვხვდებოდა. ითესებოდა გასული საუკუნის 50-იან წლებამდე.
ჯიშის დახასიათება: ძლიერ საადრეო ჯიშია, ადრე გაზაფხულზე ნათესი, აღმოცენებიდან 30-45დღეში გასათიბად მზად არის, ხოლო თესლი სრულ სიმწიფეში შედის 65-80 დღეში. მცენარე 20-50სმ სიმაღლის სწორმდგომი და დატოტვილია, ფოთოლაკები მოგრძო-ლანცეტური ფორმისაა, 8-12წყვილია ფოთოლზე. ყვავილედი ღია ვარდისფერია. პარკი მოგრძო ფორმის 2-4მარცვლიანი. თესლი მომრგვალო ოდნავ დაკუთხული. თივის საშუალო მოსავლიანობა 2-2,5ტ/ჰა-ზე, მარცვლისა კი 0,6-0,7ტ/ჰა-ზე. თივა საშუალოდ 16% ნედლ პროტეინს შეიცავს.qvishna
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე შესაძლებელია ინახებოდეს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR), და  გატერსლებენის გენბანკში (IPK). დამატებითი ინფორმაცია: ძლიერ გვალვაგამძლეა, ყინვაგამძლე და საერთოდ არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ. ძლიერ საადრეოა, ამიტომ კარგი შუალედური კულტურაა.  კარგ საკვებ ბალახს წარმოადგენს მეცხოველეობისათვის, (როგორც თივა, ასევე მარცვალი). მიუხედავად მარცვლის ოდნავ მომწარო გემოსი ძველ საქართველოში მას ოსპის, ბარდის და სხვა სამარცვლე პარკოსნების მსგავსად სასურსათედაც იყენებდნენ. წყაროები: Флора СССР, Т13, Москва 1948г; П.И. Подгорный, Растениеводства, Москва, 1963г; ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, თბილისი, 1986 წ. ტ. V აღწერილია ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მეცნიერისა და აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პარკოსანი კულტურების კურატორის მიერ.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი