საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დარიალი 4 სოია


საზოგადო სახელი: სოიაdariali4

სახეობის სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის  სახელწოდება:  დარიალი 4  Glycine max 'Dariali 4'

წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელ სადგურში, ინდუცირებული მუტაგენეზის მეთოდით - რადიაციული სელექციით, ჯიშ ადრეულა 6-ის თესლის გამა-სხივების ზემოქმედებით (7კრ) დგომის შერჩევის მეთოდის შეთანაწყობით. დარაიონებულია 2003 წლიდან სოიას მთესველი რაიონებისათვის.

ჯიშისდახასიათება: საშუალოდ საადრეო ჯიშია,  სავეგეტაციო პერიოდი 122 დღეა. მცენარის სიმაღლე 85-95სმ-ია, ბუჩქის ფორმა კომპაქტურია, ღერო და ტოტები მსხვილია, ღერო ყვავილედით ბოლოვდება და არ ეხვევა, საშუალოდაა შეფოთლილი, შებუსვა ძლიერია. ყვავილი იასამნისფერია, პარკი საშუალო ზომისაა, ღია ყავისფერი. თესლი მომრგვალო-ოვალური ფორმისაა, საშუალო ზომის, ყვითელი და გლუვია, პიგმენტაციის გარეშე. 1000 მარცვლის მასაა 130-140 გრ.  მოსავლიანობა 2,8 ტ/ჰა. თესლი საშუალოდ 44,8% ცილას შეიცავს და 19,2% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: დარიალი 4 ვირუსული და სოკოვანი დაავადებებით უმნიშვნელოდ ზიანდება. ვარგისია მექანიზებული აღებისათვის. უხეში ღეროსა და სუსტი შეფოთვლის გამო ნაკლებად ვარგისია სასილოსედ.

წყაროები:  1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი