ბეჩა ბროლა თეთრი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. leucodon Alef.
ჯიშის სახელწოდება: ბეჩა ბროლა თეთრი - Zea mays leucodon ‘Betsha Brola’
წარმოშობა: გავრცელებულია აჭარის, ხულოს რაიონში 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ჯიშის დახასიათება: ვეგეტაციის პერიოდის ხანგრძლივობა წარმოშობის რაიონში 110-111დღეა, ხოლო აჯამეთის და დიღმის პირობებში 125-135 დღე. მცენარის სიმაღლე წარმოშობის ადგილზე 300-400 სმ. ფოთლების რაოდენობა 14-18. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 90-123 სმ. განვითარებული ტაროების რაოდენობა საშუალოდ ერთ მცენარეზე, მისი გავრცელების ზონაში (ხულოს რაიონი) 2-3-ს შეადგენს. ბარტყობა - სუსტი. ტარო დიდი ზომისაა, ცილინდრული ფორმის. მისი სიგრძე - 18-25 სმ-მდე აღწევს. მწკრივები ტაროზე სწორადაა განლაგებული. მწკრივების რაოდენობაა 10-14. მარცვალი მკვეთრად თეთრია. ტაროს მთელ სიგრძეზე მარცვლის ზედაპირს საკმაოდ თავჩაზნექილობა აღენიშნება. მარცვალი A ტიპისაა და უფრო ნაკლებად ტიპის. 1000 მარცვლის მასა 360-500 გრამია. მარცვლის გამოსავლიანობა 82-87%-ს უდრის. ნაქუჩის ფერი თეთრია. ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარებზე (აჯამეთი, დიღომი) ჰექტარზე მიღებულია 3-3,5ტონა მშრალი მარცვალი, ხოლო მისი წარმოშობის ადგილზე (ხულოს რაიონი) მოსავლიანობა 10-12 ტ/ჰა-მდე აღწევს.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში საინტერესო იყო როგორც სამარცვლედ, ისე სასილოსედ, განსაკუთრებით მაღალი მთის რაიონებში.
წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი, კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება, ტომი XXIV, თბილისი, 1969 წელი.