საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მცხეთის 1 ბარდა


საზოგადო სახელი: ბარდა

სახეობის სახელწოდება: Pisum sativum L.

ჯიშის სახელწოდება: მცხეთის 1,  Pisum sativum  'Mtskhetis 1'

წარმოშობა: ჯიში გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტში ჰიბრიდიზაციის გზითა და ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით. მშობელი ფორმებია: დედა -  სარატოვის ადგილობრივი შეჯვარებული მამა - მსხვილმარცვალასთან, ღია ფერის ჭიპით. საქართველოში დარაიონდა 1980 წელს მთიანი და მთისწინა ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: საკვები მიმართულებისაა. სავეგეტაციო პერიოდი საშუალოა, დაახლოებით 116 დღე, აღმოცენებიდან დაპარკების დაწყებამდე - 50 დღე. მცენარე მაღალმოზარდია (სიმაღლე 133-175 სმ), ღერო დაბუჩქულია, ნახევრად მწოლიარე. თესლი მრგვალია, მოზრდილი. 1000 მარცვლის მასა - 120-130 გრ. მწვანე მასის კარგ მოსავალს იძლევა: საშუალოდ 30 ტ/ჰა, თივის - 7ტ/ჰა, მარცვლის კი 2,8 ტ/ჰა. თივა შეიცავს 15% ცილას, თესლი - 27%-ს.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: ჩაწოლისადმი მიდრეკილების მიუხედავად, ჯიში ვარგისია მექანიზებული აღებისათვის. კარგად იტანს გვალვას, არ ზიანდება ბარდის მემარცვლიით. კარგი წინამორბედია მარცვლეული კულტურებისათვის. საუკეთესოა ქერთან ან შვრიასთან შესათესად.

წყაროები: 1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი